იტალიის საკალათბურთო სერია A-ს ფინალური სერია დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ოლიმპია მილანოსთან“ 82:92 დამარცხდა.
სერჯო სკარიოლოს გუნდი დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რომელიც მერე ვეღარ შეინარჩუნა. გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც მილანელებმა 11 ქულით მოიგეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
შენგელია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.
აქვე გეტყვით, რომ სერიის მეორე მატჩი 11 ივნისს, ისევ მილანში გაიმართება.