ფეხბურთი

0:17 | 10.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sport: დე ლაურენტისი "ნაპოლის" მწვრთნელობაზე რობერტო მანჩინისაც ესაუბრა

„ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტის შემცვლელს ეძებს და არაერთი მწვრთნელი დაუკავშირეს. ამჯერად, იტალიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მანჩინის სახელმა გაიჟღერა.

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ განაცხადა, რომ აურელიო დე ლაურენტისი მანჩინის პირადად ესაუბრა. ის ამ ინფორმაციაში დარწმუნებულია. თავის მხრივ, რობერტო არ არის წინააღმდეგი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს, მაგრამ მას იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

ამაზე მეტად პრობლემა ევრო 2024-ია, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპი დაწყებულია და ზუსტად ერთი წელში ფინალური ტურნირი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის მემკვიდრეთა შორის აქამდე არაერთი სპეციალისტი დასახელდა, მათ შორის, კრისტოფ გალტიე, რუდი გარსია, ლუის ენრიკე, ანტონიო კონტე და სხვები.

0.478237