ჩოგბურთი

23:40 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის ფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე რუუდი იქნება

როლან გაროსის მეორე ფინალის კასპერ რუუდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი იოლად, 3:0 დაამარცხა.

ნორვეგიელმა მეტოქის ძლევას სულ რაღაც 2 საათი და 11 წუთი მოანდომა და სამ სეტში მხოლოდ 7 გეიმი დაუთმო - 6:3, 6:4, 6:0.

რუუდს 5 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო ზვერევს 3 ეისი და 2 ორმაგი შეცდომა. ნორვეგიელი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და ძალიან იოლად მოიგო, შეიძლება ითქვას, რომ ფინალს ენერგიის დაზოგვით უწია.

როლან გაროსის ფინალი 11 ივნისს გაიმართება, კასპერი რუუდის მეტოქე კი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში კარლოს ალკარასი დაამარცხა.

0.119148