ჩოგბურთი

21:00 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ალკარასი დაამარცხა და როლან გაროსის ფინალში გავიდა

როლან გაროსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი ითამაშებს, რომელმაც კარლოს ალკარასი 3-საათიან შეხვედრაში დაამარცხა.

თამაში ორ ნაწილად იყოფა: ალკარასის ტრავმამდე და შემდეგ. თავიდან ჯოკოვიჩი დაწინაურდა, მერე ესპანელმა მოიგო სეტი და ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მესამე სეტის დასაწყისში მან ფეხი იტკინა. მართალია, რეიტინგის პირველმა ნომერმა თამაში გააგრძელა, მაგრამ დაზიანებამ აშკარად შეაფერხა.

მეორეს მხრივ, ნოლეც უფრო მაგრად ათამაშდა, რომელმაც მესამე და მეოთხე სეტები ერთნაირად, 6:1 მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

ჯოკოვიჩი 34-ედ ითამაშებს დიდი სლემის ტურნირის ფინალში, რაც რეკორდია, ხოლო კვირას თუ ამ ფინალსაც მოიგებს, 23-ე დიდი სლემის ტიტულს მოიპოვებს, რაც ასევე რეკორდი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ როლან გაროსი ჯოკოვიჩს ორჯერ აქვს მოგებული, ფინალში კი მეშვიდედ ითამაშებს.

კარლოს ალკარასი - ნოვაკ ჯოკოვიჩი 1:3 (3:6, 7:5, 1:6, 1:6)

0.131659