ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლოა „ნაპოლის“ წინასასეზონო პირველი შეკრება გაუცდეს. საქმე ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელი დიდი ალბათობით, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 8 ივლისს სრულდება.
მანამდე კვარა ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს, შესაბამისად, მისთვის სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, ხოლო „ნაპოლი“ შეკრებას ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს, როდესაც ხვიჩა შვებულებაში იქნება. როგორც იტალიური მედია წერს, კვარა დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს მხოლოდ მეორე შეკრებაზე შეუერთდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 17 და 20 ივნისს, კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო 21 ივნისიდან 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, სადაც საქართველო ისტორიაში პირველად ითამაშებს.