ფეხბურთი

0:03 | 9.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ლოჩოშვილი და კიტეიშვილი შეუერთდნენ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის უკვე 19 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. საწვრთნელ პროცესს დღეიდან ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი შეურთდნენ. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთამაშე ინიდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

უახლოეს ორ დღეში ნაკრებს შემადგენლობაში დასახელებული კიდევ ექვსი ფეხბურთელი შეუერთდება. გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა ლობჟანიძე და გიორგი მიქაუტაძე გუნდთან ერთად კვიპროსისა და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩებისთვის მოემზადებიან.

ვილი სანიოლის გუნდი სრული შემადგენლობით 11 ივნისიდან შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარეები: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო თბილისი"), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, უკრაინა)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო ბათუმი), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო ბათუმი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, კვიპროსი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ივნისს კვიპროსს, ხოლო 20 ივნისს შოტლანდიას ესტუმრება. ორივე მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.117844