8 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედ და მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მეორე ეტაპზე წარმატებულ გუნდებს მეთექვსმეტედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის 12 კლუბი დაემატა.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს გაიმართება.
მომდევნო ეტაპზე გასულ 12 გუნდს მერვედფინალიდან ევროტურნირებზე მოთამაშე კლუბები - დინამო თბილისი, დინამო ბათუმი, გორის დილა და ქუთაისის ტორპედო შეუერთდებიან.
წილისყრის შედეგად, მერვედფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.
GFF.GE