როგორც “სკაი სპორტი” იუწყება მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი შერდან შაქირი შესაძლოა “ლივერპულსა” ან “იუვენტუსში” აღმოჩნდეს. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელის სურვილს დატოვოს მიუნხენური კლუბი მცირე სათამაშო დრო აღვივებს.
“კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე მაკავშირებს, თუმცა “ბაიერნის” ხელმძღვანელობას იანვარში შევხვდები და გავარკვევ ვითარებას. მსურს გამეზარდოს სათამაშო დრო. სხვა შემთხვევაში დარჩენას წასვლას ვამჯობინებ”, - განაცხადა ფეხბურთელმა.
შაქირმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი ფრანკფურტის “აინტრახტთან” შეხვედრაში გაიტანა.
შაქირი “ბაზელის”ყოფილი ფეხბურთელია. 2012 წელს შვეიცარიული გრანდიდან გადავიდა მიუნხენის “ბაიერნში,” თუმცა სასტარტო შემადგენლობის მოთამაშედ არასდროს ითვლებოდა.