ფეხბურთი

23:56 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ანხელ დი მარიამ "იუვენტუსი" დატოვა

ანხელ დი მარიამ „იუვენტუსი“ დატოვა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში არგენტინელმა ფეხბურთელმა გააკეთა, რომელიც იტალიურ გრანდს ოფიციალურად დაემშვიდობა.

„რთული ეტაპის დასასრული დადგა. მივდივარ იმ ადამიანის სიმშვიდით, ვინც ყველაფერი გასცა იმისთვის, რომ კლუბს ტიტულები მოეგო, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. მწარე გემოთი მივდივარ, წარმატებას ვერ მივაღწიე, მაგრამ ასევე ბედნიერი ვარ, რადგან ბევრი მეგობარი შევიძინე იმ გასახდელში, რომლის ნაწილი ვიყავი. მადლობა ყველა თანაგუნდელს იმ სიყვარულისთვის, რომელიც პირველივე დღიდან გამოიჩინეს, თავს ყოველთვის სახლში ვგრძნობდი. დიდი ჩახუტება ჩემგან, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით“, - დაწერა ანხელმა.

დი მარიას „იუვესთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე არ გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიამ „იუვენტუსის“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე არგენტინელი ევროპაში „ბენფიკას“, „რეალის“, „მანჩესტერისა“ და პსჟ-ს ღირსებას იცავდა.

0.117487