ფეხბურთი

0:11 | 6.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: "ფროზინონეში" კვერნაძის ტრანსფერის შანსი დიდია

„დინამო ბათუმისა“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელ გიორგი კვერნაძეს „ფროზინონეს“ ისევ უკავშირებენ. Tuttofrosione წერს, რომ მხარეებს ფინანსურ საკითხზე ჯერ შეთანხმება არ მიუღწევიათ, მაგრამ დიალოგი გრძელდება და დიდი შანსია, ტრანსფერი შედგეს.

„რა თქმა უნდა, გროსოსთან ერთად საბაზისო სქემა ისევ 4-3-3 იქნება. სწორედ ამიტომ, შემტევი გარემარბის დამატება კლუბის ამოცანაა. ყველაზე ცხელი გზა „დინამო ბათუმის“ ქართველ ფეხბურთელ გიორგი კვერნაძემდე მიდის. ამ დროისთვის გარიგება ლოდინის ფაზას განიცდის, მხარეებს შორის ეკონომიკური შეთანხმების ნაკლებობის გამო. ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგი გრძელდება ისე, რომ შეთანხმება საკმაოდ სწრაფად უნდა შედგეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია „ფროზინონენს“ იმედი და ძალიან მარტივი მიზეზის გამო: 19 წლის ფეხბურთელი 21-წლამდელთა ნაკრების 35-კაციან სიაშია. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატზე თავის კარგად წარმოსაჩენად ემზადება. ჩემპიონატი ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება, მაგრამ ოპერაციის ადრე დასრულებამ შეიძლება „ფროზინონეს“ თავიდან აარიდოს კონკურენციის გაზრდის რისკი და ფეხბურთელის ფასის გაზრდის შესაძლებლობა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ფროზინონემ“ სერია B-ში პირველი ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში სერია A-ში ითამაშებს.

0.117308