ფეხბურთი

22:48 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" და "დინამო თბილისი" პაუზაზე გამარჯვებებით გავიდნენ

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ თბილისის „საბურთალოს“ აჯობა და ლიდერობა გაიმყარა.

გია გეგუჩაძის გუნდი მარცხდებოდა, შეიკნე სილამ თბილისელებს ტაიმი მოაგებინა, მაგრამ 77-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა გაათანაბრა, ხოლო 8 წუთის შემდეგ ვლადიმერ მამუჩაშვილმა თავის ყოფილ გუნდს გამარჯვების გოლი გაუტანა. შედეგად, „დინამო ბათუმი“ ორთვიან პაუზაზე 42 ქულით, ლიდერის პოზიციასა და 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა, ხოლო „საბურთალომ“ მოგებების სერია შეწყვიტა და 38 ქულით მეორე ადგილზეა.

„დინამო თბილისმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „სამტრედია“ მეორე ტაიმში გატეხა, რომელსაც 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ხასიათი გამოიკეთა. მოქმედი ჩემპიონი 34 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 11 ქულით ბოლო ორ პოზიციას „თელავთან“ ერთად იყოფს.

სტივ კინის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. იმერლებმა შინ გიორგი კუხიანიძის გოლით გორის „დილას“ აჯობეს, რომელმაც წაუგებელი სერია შეწყვიტა. ანდრეი დემჩენკოს შეგირდები 34 ქულით მეხუთე საფეხურზე არიან.

„ტორპედო“ – „დილა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კუხიანიძე (80, პენ)

„დინამო ბათუმი“ – „საბურთალო“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 სილა (19), 1:1 ჯოვინო (77), 2:1 მამუჩაშვილი (85, პენ)

„დინამო თბილისი“ – „სამტრედია“ 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (59, პენ), 2:0 მოისწრაფიშვილი (86), 3:0 ოდიშარია (90)

0.114281