ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფეხბურთიდან წასვლა „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ პირდაპირ სტადიონზე დააანონსა, სადაც მან გულშემატკივრებს მიმართა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთ მომენტში იბრას „სან სიროზე“ მყოფმა „ვერონას“ ფანებმა დაუსტვინეს, რაზეც შვედს ჩვეული პასუხი ჰქონდა:
„უსტვინეთ, უსტვინეთ, ეს თქვენი წლის მომენტია, რადგან მე მიყურებთ“, - თქვა ზლატანმა, რამაც „მილანის“ ფანების დიდი ოვაციები ბუნებრივია გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში დაასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგათ დაძველებული და შენახული ღვინოსავით იყო სიკანჭეც რო არააქ შეპარებული ისეთის
თავისებური შარმი და სტილი ქონდა, ძაან ყურებადი ფეხბურთელი იყო, სტაბილურობითაც კაი ხანს გაქაჩა, ეს მის ფიზიკურ სიძლიერეზე მეტყველებს
ერთი კი ვიცი რომ ლუკაკუს ძაან მოენატრება, ალბათ იმ მომენტს ცხოვრებაში ვერც დაივიწყებს