ფეხბურთი

1:19 | 5.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ პრიმერაში დარჩა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ბეწვის ხიდზე გაიარა. გასავარდნ ზონასთან ახლო მყოფი პრიმერას ბოლო, 38-ეტურში სევილიაში „ბეტისს“ ესტუმრა და რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა, ფრედ - 1:1 ეთამაშა.

მასპინძლები პირველივე წუთზე დაწინაურდნენ აიოსე პერესის გოლით. თამაში გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, ქართველ მეკარეს განსაკუთრებული სამუშაო არ ჰქონია, თუმცა თავდაჯერებულად იდგა კარში.

სტუმრებმა 71-ე წუთზე გაათანაბრეს, თავი დიეგო ლოპესმა გამიჩინა. 81-ე წუთზე კი „ღამურებს“ იუნუს მუსა გაუძევეს, რომელიც სულ ორი წუთის გასული იყო მინდორზე.

ვალენსიელებმა შვებით ბოლოსწინა წუთზე ამოისუნთქეს, როცა შეიტყვეს, რომ კონკურენტმა „ვალიადოლიდმა“ „ხეტაფეს“ ვერ მოუგო - 0:0 (პარალელური მატჩი რამდენიმე წუთით ადრე დამთავრდა).

შედეგად პრიმერა დივიზიონი „ვალიადოლიდმა,“ „ესპანიოლმა“ და „ელჩემ“ დატოვეს.

0.113808