ფეხბურთი

21:48 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერი“ მაუნტში 58 მილიონს იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსისთვის“ ნახევარმცველ მეისონ მაუნტში 58 მილიონი ევროს შეთავაზებას აპირებს - წერს The Telegraph.

წყაროს ცნობით, მანკუნიანელებს 24 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტის პირად პირობებზე მოლაპარაკება არ გაუჭირდებათ. ერთადერთი შესაძლო დაბრკოლება კომპენსაციის საბოლოო ოდენობა გახლავთ.

მაუნტის გარდა, „წითელი ეშმაკები“ ასევე სხვა ნახევარმცველსაც ეძებენ, რომლის ვინაობა ჯერ არ სახელდება.

მაუნტმა მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, სამი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.

0.117084