ფეხბურთი

19:56 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

კიმმა, შესაძლოა, დღეს „ნაპოლის“ შემადგენლობაში ბოლოჯერ ითამაშოს

დღეს, 4 ივნისს, „ნაპოლის“ კორეელმა ცენტრალურმა მცველმა, კიმ მინ-ჯემ, შესაძლოა, ნეაპოლელთა შემადგენლობაში ბოლოჯერ ითამაშოს. ის, დიდი ალბათობით კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს - წერს იტალიური La Repubblica.

„ნაპოლი“ სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურის მატჩში „სამპდორიას“ უმასპინძლებს. გუნდს იტალიის ჩემპიონის თასს, ხვიჩა კვარაცხელიას კი სერიას სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზს გადასცემენ. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

„მანჩესტსრი“ კორეელში დაახლოებით 60 მილიონ ევროს იხდის, თუმცა ნეაპოლელებს ეს თანხა ეცოტავებათ.

0.116316