ფეხბურთი

2:17 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" პრეზიდენტი: "ვიცი, რომ მიქაუტაძის შენარჩუნება გაგვიჭირდება"

„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერინმა განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნება ძნელი იქნება. როგორც მან აღნიშნა, კარგად იციან, რომ თუ ისეთი შემოთავაზება შემოვა, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, კლუბი ქართველს ვერ შეინარჩუნებს.

„როდესაც კლუბი მოდის უზარმაზარი შემოთავაზებით, ანუ, ხელფასი, რომელსაც მოთამაშეს სთავაზობს, ძალიან დიდია, შეუძლებელია ასეთი ხელფასის მქონე ფეხბურთელი შეინარჩუნო. გარდაუვალია, რომ მისი დაკარგვის რისკის წინაშე ვართ, შესაძლოა, მან დაგვტოვოს, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი შემოთავაზება არ მიგვიღია“, - თქვა სერინმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 2-ის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. „მეცმა“ ლიგა 1-ის საგზურისთვის ბრძოლაში ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ აჯობა.

0.112576