ფეხბურთი

1:40 | 4.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "ამ კომპონენტით კვარაცხელია მარადონას ნამდვილად უახლოვდება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „აძურის“ თავკაცის რანგში ბოლო მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარა ბურთთან შეხების საოცარი ხარისხით გამოირჩევა და ამ კომპონენტით დიეგო მარადონასთან ნამდვილად ახლოსაა.

„კვარა იმ „ღობეში“ იყო, ვისი გაფორმებაც შეგვეძლო. ჩვენ ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უნდა შეგვეცვალა, როგორიც ინსინიეა. ჯუნტოლიმ მისი ვარიანტი შემომთავაზა და ვუთხარი, რომ კარგი იყო. პრეზიდენტს ეჭვი ეპარებოდა, იკითხა, საიდან იყო, მასზე არაფერი იცოდა და მკითხა დარწმუნებული თუ ვიყავი, თუმცა, მან თავის შესაძლებლობებში ძალიან დაგვაჯერა. მან იმაზე მეტი მოახერხა, ვიდრე ჩვენ ვნახეთ და დიდი პროფესიონალიზმი აჩვენა. ბურთთან შეხების წარმოუდგენელი ხარისხი აქვს, არაპგროგნოზირებადი თამაშის მანერა აქვს და გოლებსაც ყველანაირად იტანდა. ბურთთან შეხების თვალსაზრისით მარადონას ნამდვილად უახლოვდება. ის ნამდვილი ჩემპიონია“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ დღეს „სამპდროიას“ უმასპინძლებს და 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს ჩაიბარებს. ეს ლუჩანო სპალეტის ბოლო მატჩი იქნება ნეაპოლიტანურ კლუბში. ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით სადებიუტო სეზონში 42 ოფიციალურ მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.124249