ფეხბურთი

20:16 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის თასი მეშვიდედ მოიპოვა

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე, „მანჩესტერ სიტიმ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „უმასპინძლა,“ 2:1 დაამარცხა და ისტორიაში მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს უძველეს პრიზს - ინგლისის ასოციაციის თასს.

ამგვარად „სიტიმ,“ მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგის მოგებას ქვეყნის თასიც მიამატა და თუ 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერსაც „ დაამარცხებს, ისტორიულ თრებლს შეასრულებს, რაც სეზონის განმავლობაში სამი ტიტულის მოგებას ნიშნავს.

მატჩი იმით დაიწყო, რომ „ქალაქელთა“ კაპიტანმა, ილკაი გიუნდოგანმა, უკვე მე-12 წამზე (!) გახსნა აგარიში, საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა მარჯვენა მაღალ კუთხეში. ეს გოლი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ასოციაციის თასის ფინალების ისტორიაში..

33-ე წუთზე უკვე „იუნაიტედის“ კაპიტანმა, ბრუნუ ფერნანდეშმა გაათანაბრა პენალტით.

ტაიმი ასე დამთავრდა. შესვენების შემდეგ კი ისევ გიუნდოგანმა გამოიჩინა თავი, დუბლი მიითვალა და თავისიანები დააწინაურა - 2:1. ორივე საგოლე გადაცემა კევინ დე ბრუინის ანგარიშზეა.

ინგლისის თასის ფინალი

„უემბლი.“ 3 ივნისი

სიტი - მანჩესტერი 2:1

1:0 გიუნდოგანი (1), 1:1 ფერნანდეში (33 პენ), 2:1 გიუნდოგანი (51)

სიტი: ორტეგა, უოკერი, აკანჯი, სტოუნზი, დიაში, როდრი, გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, დე ბრუინი (ფოდენი 76), გრილიში (აკე 89), ჰოლანდი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ლინდელოფი (მაკტომინეი 83), ვარანი, შოუ, კაზემირო, ფრედი, ბრუნუ ფერნანდეში, ერიკსენი (გარნაჩო 62), სანჩო (ვეგჰორსტი 78), რაშფორდი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ორტეგა (81), როდრი (90); ვან-ბისაკა (45+4), ფრედი (79)

0.216579