ფეხბურთი

20:03 | 3.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ ლუკას ერნანდესის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს

მიუნხენის „ბაიერნს“ ლუკას ერნანდესის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო უნდა.

ფრანგი მცველის სურვილია დატოვოს „ბაიერნი“ და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს შეუერთდეს. პარიზელებმა ერნანდესს უკეთესი წინადადება შესთავაზეს და მიუნხენელთა ხელმძღვანელობამაც იცის მისი გადაწყვეტილების შესახებ.

გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზადაა 60 მილიონი ევროსა და ბონუსების სანაცვლოდ მოთამაშე გაყიდოს. პსჟ-ს გერმანული გრანდისთვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.

2019 წელს მიუნხენელებმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ლუკას ერნანდესის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადეს. მის კონტრაქტს ვადა 2024 წლამდე აქვს, ბავარიელებს კი ერთხელაც არ გაუგრძელებიათ.

ამ სეზონში ყველა ტურნირებზე ფრანგი მცველის ანგარიშზე მხოლოდ 11 მატჩია. გასული წლის ნოემბერში მას მუხლის სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ლუკას ერნანდესის დაბრუნებას უკვე მომავალ სეზონში ელიან.

0.118001