NBA-ის სუპერფინალის პირველ მატჩში „დენვერ ნაგეთსმა“ „მაიამი ჰითს“ უმასპინძლა და მეტოქე 104:93 დაამარცხა.
უკვე ტრადიციულად, ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა დენვერის ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. ამჯერად „ჯოკერმა“ პარკეტზე გატარებულ 40:27 წუთში 27 ქულა, 10 მოხსნა და 14 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მას მხარი ჯამალ მიურეიმაც აუბა, რომელმაც 44 წუთში 26 ქულა, 6 მოხსნა და 10 პასი შეასრულა.
ფლორიდელთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა ბემ ადებაიომ სცადა, რომელმაც 26 ქულა, 13 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. უჩვეულოდ დაბალშედეგიანი შეხვედრა ჩაატარა ჯიმი ბატლერმა, რომლის ანგარიშზეც მხოლოდ 13 ქულა იყო. შესაბამისად, სერიაში პირველი გამარჯვება დენვერმა მოიპოვა.
სუპერფინალურის სერიის მეორე მატჩი 5 ივნისს, კვლავ დენვერში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერია 4 მოგებამდე გრძელდება.