საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 16 და 18 ივნისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 ივნისს, 19-წლამდელები მასპინძელ აზერბაიჯანს დაუპირისპირდებიან, ხოლო 18 ივნისს ბელარუსთან ითამაშებენ.
ვასილ მაისურაძემ, აღნიშნული მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. ამ ფორმაციის ნაკრები, ჩრდ. ირლანდიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში - ესპანეთს, კვიპროსს და მოლდოვას შეხვდება. ჯგუფურ ეტაპს (15-21 ნოემბერი) საქართველო უმასპინძლებს.
U19 | შემადგენლობა
მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რეზი კურტანიძე (საბურთალო).
მცველები: სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), გიორგი ნიკოლაიშვილი (საბურთალო), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), გიორგი ქარსელაძე (რიუ ავე, პორტუგალია), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: საბა გეგუჩაძე (საბურთალო), ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), ნიკა კანტიძე (საბურთალო), ნიკა ყველაშვილი (საბურთალო), ავთანდილ მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (ლოკომოტივი თბილისი), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გივი ხაჩიძე (საბურთალო), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი).
U19 | მატჩების განრიგი
16 ივნისი | აზერბაიჯანი V საქართველო | 18:00
18 ივნისი | ბელარუსი V საქართველო | 18:00