ფეხბურთი

3:06 | 2.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი - ლიგა 2-ის მაისის საუკეთესო ფეხბურთელი

„ბორდოს“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ში მაისის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ლიგა 2-მა გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ზურიკომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო - 53%. ქართველმა შემტევმა დემბო სილას (30%) და ლუმ ჩაუნას აჯობა (17%). აღსანიშნავია, რომ აპრილში საუკეთესოდ გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს.

აქვე გეტყვით, რომ მაისში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა -ში 4 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

0.11381