ფეხბურთი

15:52 | 1.06.2023 | ნანახია [] - ჯერ

გალტიე: „შაბათს ლიონელ მესი პსჟ-ში ბოლო მატჩს ჩაატარებს“

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, განაცხადა, რომ ფრანგული ლიგა 1-ის 38-ე ტურის მატჩი „კლერმონთან,“ თავდამსხმელ ლიონელ მესისთვის პარიზული კლუბის შემადგენლობაში ბოლო იქნება.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გაწვრთნა. ხვალ მესი ბოლო მატჩს ჩაატარებს „პარკ დე პრენსზე.“ ვიმედოვნებ, საუკეთესოდ გააცილებენ. პირველ სეზონში მას ადაპტაცია მოუწია, ეს იყო მისი პირველი წელი „ბარსელონას“ გარეთ. წლეულს კი გახდა მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. მის მიმართ კრიტიკა სრულიად უსაფუძვლოდ მიმაჩნია.“- ციტირებს გალტიეს სიტყვებს Footmercato.

0.117029