„სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ლუის მენდილიბარმა „რომასთან" ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა (1:1 - ძირითადი და დამატებითი დრო, 4:1 - პენალტებით).
„არ ვიცი, მჯერა თუ არა, მაგრამ ასეა - თასი მოვიპოვეთ, მედლები მივიღეთ და როგორც ჩანს, მოვიგეთ, არა? ვფიქრობ, როცა შვებულებას ავიღებთ, დავიწყებ იმაზე ფიქრს, რაც გავაკეთეთ.
რას შემომთავაზებს კლუბი? ვნახოთ რა იქნება, ამ მომენტით სიამოვნება მოგვიწევს და მერე მგონი რაღაცას განვიხილავთ. აქ ძალიან კომფორტულად ვარ, ამას ყოველთვის ვამბობდი.“- ციტირებს მენდილიბარის სიტყვებს Marca.
„სევილიამ“ ისტორიაში მეშვიდედ მოიგო ევროპა ლიგა (უეფას თასი).