პორტუგალიური „რიუ ავეს“ ნიჭიერი მცველი ჟორჟე ქარსელაძე საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს.
პორტუგალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ახალგაზრდა მცველმა მიწვევა უკვე მიიღო. „ქარსეს“ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში დებიუტი ექნება, მას შანსი აზერბაიჯანისა და ბელარუსის 19-წლამდე ნაკრებებთან სპარინგებში მიეცემა.
ქარსელაძე პორტუგალიაში დაბადებული. 18 წლის მცველმა ცოტა ხნის წინ პორტუგალიის ჩემპიონატში პირველად ითამაშა „რიუ ავეს“ რიგებში და კლუბში მასზე დიდ იმედს ამყარებენ. ის პოზიციით მარჯვენა მცველია და მიმდინარე სეზონში მთავარ გუნდში ორჯერ ითამაშა.