ნეაპოლელმა ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯომ განაცხადა, რომ ლუჩანო სპალეტის „ფიორენტინას“ მწვრთნელი ვინჩენცო იტალიანო შეცვლის. როგორც მან აღნიშნა, ამის შესახებ მას ცნობილმა ჟურნალისტმა ალესანდრო ალჩატომ უთხრა.
„ჩემმა კოლეგამ ალესანდრო ალჩატომ მითხრა, ვინ იქნება „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი, რომელიც ლუჩანო სპალეტის შეცვლის. ის ამბობს, რომ ეს ვინჩენცო იტალიანო იქნება, მაგრამ ასევე ვიცი, რომ „ნაპოლისა“ და „ფიორენტინას“ მწვრთნელს შორის არანაირი კონტაქტი ჯერ არ ყოფილა. ვნახოთ, რა მოხდება“, - თქვა დე მაჯომ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიდან“ სეზონის ბოლოს ლუჩანო სპალეტის წასვლა ოფიციალურად დადასტურდა.