ჩავიმ დაადასტურა, რომ „ბარსელონა“ ლიონელ მესის დაბრუნებაზე მუშაობს. როგორც მან განაცხადა, არგენტინელი „ბარსას“ დღევანდელ სათამაშო სისტემას იდეალურად ერგება და ის უკვე ნახევარმცველია.
„პრეზიდენტს ვუთხარი“, რომ მესის დაბრუნებას აზრი აქვს. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი სათამაშო სისტემისთვის ის იდეალურია. ლეოსთან ერთად ტაქტიკური გეგმები მაქვს მხედველობაში.
ლეო თითქმის ნახევარმცველი გახდა, საამისო უნარები აქვს. შესაძლოა, მან დაკარგა ფეთქებადობა, მაგრამ გასაოცარი მესი ვნახეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე. ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ ბევრი წელიწადი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. ეჭვგარეშეა, რომ დაგვეხმარება. დაბრუნდება თუ არა? მე მას ვესაუბრები და ყველაფერი მისი გადასაწყვეტია“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ ორი წლის წინ დატოვა, პსჟ-სთან კონტრაქტი კი, მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ჩავი და მესი თავის დროზე თანაგუნდელები იყვნენ.