ფეხბურთი

23:54 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა დანიის ჩემპიონი გახდა

„კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა.

ეს 31-ე ტურის მატჩში, „ვიბორგთან“ (2:1) გამარჯვებისა და უახლოესი მდევრის, „ნორშელანის,“ „ბრონდბიუსთან“ 1:5 დამარცხების წყალობით მოხდა. დედაქალაქელები მეტოქეთათვის მიუწვდომელნი გახდნენ.

ამრიგად, „კოპენჰაგენმა" ზედიზედ მეორედ იზეიმა დანიის ჩემპიონობა (სულ მეთხუტმეტედ). საქართველოს ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა ტრავმირებულია და არ უთამაშია. თუმცა ისიც მიჯრით მეორედ გაჩემპიონდა.

0.124637