კალათბურთი

13:33 | 29.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა 10 ქულა ჩააგდო, „ტენერიფე“ კი სერიაში ჩამორჩა

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფის 1/4 ფინალური სერიის პირველ მატჩში „უნიკახას“ წინააღმდეგ ითამაშა და 10 ქულის ჩაგდებაც მოახერხა, თუმცა მისი „ტენერიფე“ „უნიკახასთან“ 59:72 დამარცხდა და სერიაში ჩამორჩა.



საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

სერიის მომდევნო მატჩი მალაგაში, 1 ივნისს გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ „უნიკახა“ იმ შეხვედრას მოიგებს, სერიის გამარჯვებულიც გახდება.

0.117246