პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოაო კანსელუ მიმდინარე სეზონის ინგლისის პრემიერლიგისა და გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონობის დამადასტურებელ ოქროს მედლებს მიიღებს.
2022/23 წლების სეზონი 29 წლის პორტუგალიელმა მცველმა „მანჩესტერ სიტიში“ დაიწყო (პრემიერლიგაში 17 მატჩი, 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა), თუმცა სეზონის მეორე ნახევარი გერმანულ გრანდში - „ბაიერნში“ იჯარით გაატარა (ბუნდესლიგაში 15 მატჩი, 1 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა).