თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, მატჩის შემდგომ კი მასზე „ვირტუს ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, სერჯიო სკარიოლომ ისაუბრა:
„ის ჩვენთან ერთი წელია, რაც გადმოვიდა და უკვე მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა თანაგუნდელებთან, ქალაქთან და სათამაშო სისტემასთან დაკავშირებით. სანამ ოპტიმალურ ფორმას იპოვიდა, ძალიან გვაკლდა, თუმცა ის დაგვიბრუნდა. მას თამაშის დროს ნებისმიერი ზონის დაფარვა შეუძლია და ორმაგი დაცვის დროს, თანაგუნდელებისთვის გამოსავალს კარგად პოულობს“ - განაცხადა სკარიოლომ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა „ტორტონასთან“ მატჩში 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შენგელიამ 2-დან 2 ორქულიანი, ერთიდან ერთი სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. „ვირტუს ბოლონიამ“ მეტოქე 84:61 დაამარცხა და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
სერიის მეორე მატჩს „ვირტუს ბოლონია“ 30 მაისს ჩაატარებს. პარალელურად, მათი მეტოქე „მილანისა“ და „სასარის“ წყვილში ირკვევა, რომელშიც მილანელები 1:0-ს იგებენ.