ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში „ატლეტიკომ“ „რეალ სოსიედადს“ 2:1 მოუგო.
გამარჯვება მადრიდელებს ანტუან გრიზმანისა და ნაუელ მოლინას გოლებმა მოუტანა. სტუმრების ერთადერთი საპასუხო ბურთი ალექსანდრ სერლოტმა გაიტანა.
ახლა „სოსიედადი“ 68 ქულით მეოთხე ადგილზეა და მარცხის მიუხედავად, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.
პარალელურ მატჩში მისი უშუალო კონკურენტი, „ვილიარეალი“ სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ დამარცხდა - 1:2. ისევ 63 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. პრიმერაში ერთი ტურია დარჩელი, ამიტომ „სოსიეადს“ ვეღარ დაეწევა.