ფეხბურთი

11:40 | 28.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს "ალ-ნასრიმ" სეზონი უტიტულოდ დაასრულა

საუდის არაბეთის ჩემპიონი „ალ-იტიჰადი“ გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ უტიტულოდ დარჩა.

ბოლოსწინა „ალ-ნასრი“ „ალ-ეტიფაქს“ სტუმრად დაუზავდა (1:1), რის შედეგადაც „ალ-იტიჰადს“ 5 ქულით ჩამორჩა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ „ალ-ნასრი“ და რონალდუ მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩნენ: საუდის არაბეთის ჩემპიონატის გარდა, კლუბი თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, ხოლო სუპერთასის ფინალში „ალ-იტიჰადთან“ მარცხი განიცადა.

0.120755