ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალში „ლუთონმა“ „ქოვენთრი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
პრემიერ ლიგაში გადამსვლელი მესამე გუნდის ვინაობა დაძაბულ ბრძოლაში გაირკვა. შეხვედრის პიველ ტაიმში, 23-ე წუთზე ელაიჯა ადებაიომ შესანიშნავი გარღვევა შეასრულა და ჯორდან კლარკს უპასა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა.
მატჩის მეორე ტაიმში „ქოვენთრის“ ლიდერმა, ვიქტორ გიოკერეშმა გაიბრწყინა და 66-ე წუთზე გუსტაო ჰამერს გაატანინა და ანგარიშიც გათანაბრდა. ამის შემდეგ გუნდებმა იაქტიურეს, თუმცა აღარაფერი შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებითი დროის ბოლოს, 117-ე წუთზე თითქოს ყველაფერი გადაწყდა, როდესაც ტეილორმა „ლუთონი“ კვლავ დააწინაურა, თუმცა ვიდეო რეფერიმ გოლი გააუქმა და საქმე პენალტებამდე მივიდა.
პენალტების სერიაში გუნდებმა 5-5 ძირითადი დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ფენკატი დაბოს დარტყმული კი კარს საერთოდ ასცდა და „ლუთონი“ ისტორიაში პირველად, პრემიერ ლიგაში ითამაშებს.
„ლუთონმა“ ჩემპიონშიფის ძირითადი ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა, პლეი ოფში კი ფინალში მოხვედრამდე „სანდერლენდი“ 2 მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.