მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ოლივერ კანი და კლუბის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - გვამცნობს გერმანული Kicker.
კანს 55 წლის იან-კრისტიან დრიზენი შცვლის, რომელიც „ბაიერნში“ ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სალიჰამიჯიჩის მემკვიდრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
დღეს, 27 მაისს, ბუნდესლიგის 34-ე, ბოლო ტურში, „ბაიერნმა“ სტუმრად „კიოლნი“ დაამარცხა (1:2) და გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეთერთმეტედ გახდა.