ფეხბურთი

19:47 | 27.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ ბუნდესლიგა ზედიზედ მეთერთმეტედ მოიგო

ბუნდესლიგის ბოლო, 34-ე ტური დრამატული გამოდგა. ლიდერმა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ შინ „მაინცთან“ ფრედ - 2:2 ითამაშა, მიუნხენის „ბაიერნმა“ კი „კიოლნს“ 2:1 მოუგო და ზედიზედ მეთერთმეტედ მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა.

„ბაიერნმა“ საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. დორტმუნდის „ბორუსია“ კი ბოლო გუნდი გახლავთ, რომელმაც „ბაიერნის“ ჯობნა მოახერხა, იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით. დორტმუნდელები ჩემპიონები 2012 წელს გახდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119168