საფრანგეთის ლიგა 2-ის 37-ე ტურში „მეცმა“ მოიგო, „ბორდო“ დამარცხდა, რის შედეგადაც ლიგა 1-ში გადასვლის უფრო დიდი შანსი გიორგი მიქაუტაძის გუნდს მიეცა.
„მეცმა“ გასვლაზე „სოშოს“ საბალის გოლით აჯობა. ამჯერად მიქაუტაძემ მოედანი უგოლოდ დატოვა. ის 36 მატჩში 23 გოლით და 8 საგოლე პასით საუკეთესო ბომბარდირია.
„ბორდომ“ კი სტუმრად მოულოდნელი მარცხი განიცადა „ანესის“ წინააღმდეგ 0:1. ჟირონდელებმა მეცხრე წუთზე გაუშვეს და მერე ვეღარაფერი შეცვალეს. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა.
ამრიგად, ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 69-69 ქულა აქვს, მაგრამ მეორე ადგილზეა „მეცია“ ბურთების უკეთესი ბალანსით. ბოლო ტურში „მეცი“ 2 ივნისს, „ბასტიას“ უმასპინძლებს, ხოლო იმავე დღეს „ბორდო“ „როდეზს“ დაუხვდება.