ფეხბურთი

19:37 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ" სანქციების შემსუბუქებას მიაღწია, მაგრამ სეზონის მნიშვნელოვან მატჩს გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე ჩაატარებს

„ვალენსიამ“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში საქმე მოიგო და სასჯელის შემსუბუქებას მიაღწია. თავდაპირველად, კვირას, 21 მაისს, „ვალენსია“-„რეალის“ მატჩისას, რეალელი ვინისიუსის წინააღმდეგ განხორციელებული რასისტული ინციდენტების დეტალების შესწავლის შემდეგ, ლა ლიგის კომიტეტმა „მესტალიას“ სტადიონის გულშემატკივართა ტრიბუნა ხუთი მატჩით დახურა, მაგრამ ახლა სასჯელი სამ თამაშამდე შემცირდა. გარდა ამისა, სააპელაციო კომიტეტმა დაკისრებული ფინანსური ჯარიმა 45 ათასი ევროდან 27 ათასამდე შეამცირა.

ამგვარად, მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა დახურული დარჩება „ესპანიოლთან“ კვირის მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელიც დიდწილად გადაწყვეტს, შეინარჩუნებს თუ არა „ვალენსია“ ელიტურ დივიზიონში ადგილს. ამ კონკრეტულ მატჩზე სანქციის შეჩერების მოთხოვნა სააპელაციო კომიტეტმა უარყო.

კლუბის იურიდიულმა სამსახურმა უკვე მოამზადა დოკუმენტაცია სპორტის ადმინისტრაციულ სასამართლოში შესატანად და ყველა იურიდიულ არხს იყენებს სანქციების შესაჩერებლად. კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხავიერ სოლისმა, განაცხადა, რომ ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

„ბოლომდე ვიბრძოლებთ. ცხადია, წინააღმდეგი ვართ რასიზმისა, მაგრამ არავის აქვს უფლება მნიშვნელოვან თამაშში გუნდს მხარდაჭერა ჩამოართვას. ბრალდება ყველა ჩვენს გულშემატკივარს წაუყენეს, რომლებიც ყოველთვის სანიმუშოდ იქცეოდნენ და არ იმსახურებდნენ ასეთ მიდგომას.“ - ციტირებს სოლისის სიტყვებს Super Deporte-ის Valentian.

თეგებივალენსია
0.115422