ფეხბურთი

11:18 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი მესამე ნიდერლანდელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სეზონი პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში დაასრულა

„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ტენ ჰაგი მხოლოდ მესამე ნიდერლანდელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც სეზონი ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში დაასრულა. ადრე ამას მხოლოდ ლუი ვან გაალმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ (2014/2015 წლების სეზონში) და გუს ჰიდინკმა „ჩელსისთან“ ერთად (2008/2009) მიაღწიეს.

25 მაისს „მანჩესტერმა“ ინგლისის ჩემპონატის 32-ე ტურის გადადებულ მატჩში „ჩელსი“ 4:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, საუკეთესო ოთხ გუნდში ადგილი და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.

0.115841