„მერსედსი“ მონაკოს დიდ პრიზზე შეცვლილი მანქანით იასპარეზებს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „ზეროპოდების“ ნაცვლად, რადატორების ჩვეულებრივი კორპუსები ექნება. გერმანული გუნდი ამ სიახლეს იმოლაში გეგმავდა, მაგრამ რადგან ეს რბოლა გაუქმდა, პრემიერა მონაკოში გადაიტანა.
გარდა ამისა, სიახლეებს შორისაა ახალი ძირი და ახალი წინა საკიდარი. გუნდის შეფი ტოტო ვოლფი იქადნის, რომ მონაკოდან სულ სხვა „მერსედესს“ ვიხილავთ. ის ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ამბობდა, რომ გუნდი მაისის ბოლოსთვის სერიოზულ განახლებებს გეგმავდა. მისი თქმით, მონაკოში „ვერცხლისფერი ისარი“ დაბრუნდება.
„მერსედესმა“ ზეროპოდები გასულ სეზონში შეიმუშავა და ამით ბევრი გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანამ არ ივარგა, ეს სიახლე ამ სეზნსთვისაც დატოვეს, თუმცა წინასასეზონო ტესტებზევე გადაწყდა, რომ მათზე უარი ეთქვათ. განახლებას კი რამდენიმე თვე დასჭირდა.