ფეხბურთი

1:27 | 26.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვმა "ცრვენა ზვეზდაში" სერბეთის თასი მოიგო

ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ რიგებში სერბეთის თასის გამარჯვებული გახდა. ბელგრადელებმა ფინალში „ჩუკარიჩკი“ 2:1 დაამარცხეს.

„ცრვენა ზვეზდა“ 61-ე წუთამდე აგებდა, მაგრამ მატჩის გმირი ალექსანდრ პეშიჩი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან 15-წუთიან ინტერვალში შეძლო ამის გაკეთება. აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

„ცრვენა ზვეზდამ“ სერბეთის თასი ზედიზედ მესამედ მოიგო, ხოლო აზაროვი მიმდინარე სეზონში თასის გარდა, სერბეთის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა. ქართველმა მცველმა ყველა ტურნირზე 27 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.138047