ფეხბურთი

17:43 | 25.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მზადაა მიქაუტაძის ტრანსფერში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს

საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მილანის“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ Foot Mercato წერს.

ფრანგული გამოცემა იტყობინება, რომ იტალიელები მზად არიან ქართველ ფორვარდში დაახლოებით 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, ხოლო ტრანსფერზე კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი მუშაობს, რომელიც წყაროს თანახმად, 22 წლის ქართველს პირადად რამდენჯერმე ესაუბრა.

ცნობილია, რომ მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ინგლისური „ბარნლიც“ იჩენს, რომლის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანია ტრანსფერის ინიციატორი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ჩატარებულ 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ის ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს.

0.11485