რუუდ ვან ნისტელროიმ პსვ ეინდჰოვენის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ნიდერლანდური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
რუუდმა წასვლა კლუბის ხელმძღვანელობასთან მომავალზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა თანამდებობა.
ის პსვ-ს გასული წლიდან ხელმძღვანელობდა და ჯერ ნიდერლანდების სუპერთასი მოაგებინა, მერე ნიდერლანდების თასი, მაგრამ ჩემპიონატი ვერ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ნისტელროის სამწვრთნელო კარიერაში პსვ პირველი გამოცდილებაა.