ფეხბურთი

10:26 | 24.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ვინისიუსს თავს ჯერ მამარდაშვილი და შემდეგ უგო დურო დაესხა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის არის სიტუაციის მსხვერპლი. იტალიელმა აღნიშნა, რომ ბრაზილიელს პირველი თავს გიორგი მამარდაშვილი და შემდეგ უგო დურო დაესხა, ამის ფონზე კი ის თავს იცავდა.

„ვინისიუსი მსხვერპლია, ხანდახან მას პროვოკაციაში ადანაშაულებენ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლია. ესპანეთის არ არის რასისტული ქვეყანა, მაგრამ რასიზმი არსებობს. კარგია, რომ რუბიალესმა რასიზმი დაგმო, მაგრამ მინდა, რომ იმოქმედონ. ვინი ძალიან სევდიანია, მაგრამ მან იცის, რომ აქვს ყველა ჩვენგანის მხარდაჭერა, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ კონკურენტებისგანაც, უპირობო მხარდაჭერა. ცხადია, რომ მას თავს დაეხა მეკარე, შემდეგ კი უგო დურო და თუ თავს გესხმიან, შენ თავს დაიცავ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ვინისიუსის წითელი ბარათი გააუქმა.

0.111366