ფეხბურთი

20:25 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ზედიზედ მეორედ ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა (+VIDEO)

„ვალენსიას“ ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ ეს წოდება ზედიზედ მეორედ მოიპოვა, რადგან წინა ტურშიც საუკეთესოდ აღიარეს.

მამარდაშვილმა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, 5 ბურთი მოიგერია და თავის გუნდს მოგებაში დაეხმარა (1:0). ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

აქვე გეტყვით, რომ მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში მესამედ გახდა ტურის საუკეთესო მეკარე: მე-20, 34-ე და 35-ე ტურებში. ცნობისთვის, გასულ სეზონში ეს პატივი ორჯერ ხვდა წილად (პირველ და 35-ე ტურებში).

გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა. ისიც ვთქვათ, რომ ამ ტურის საუკეთესო სეივიც მის აქტივშია, ლა ლიგის ვერსიით.

0.111575