„ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, ახლა კი Sky Sports-ის ექსპერტებმა, ჯეიმი კარაგერმა და გარი ნევილმა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური გუნდები შეადგინეს.
ორივემ გუნდებისთვის 4-3-3 ტაქტიკური სქემა აირჩია.
ნევილის გუნდი:
ნიკ პოუპი; კირან ტრიპიერი, ვილიამ სალიბა, რუბენ დიასი, პერვის ესტუპინიანი; მარტინ ედეგორი, როდრი, კევინ დე ბრუინი; ბუკაიო საკა, ერლინგ ჰოლანდი, გაბრიელ მარტინელი.
კარაგერის გუნდი:
ალისონ ბეკერი; კირან ტრიპიერი, რუბენ დიასი, სვენ ბოტმანი, ოლექსანდრ ზინჩენკო; მარტინ ედეგორი, როდრი, კევინ დე ბრუინი; მოჰამედ სალაჰი, ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი.
2022/2023 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა.