ფეხბურთი

18:33 | 23.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" პრეზიდენტი: "იუვე" ჩვენი ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ეს ამბავი სასიხარულო არაა"

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტიმ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, ეს არის კლუბი, რომელიც ამოსავალი წერტილია იტალიურ ფეხბურთში და სხვებისთვის მიყენებული სასჯელი გასახარი არ უნდა იყოს.

„მე არ ვარ მიჩვეული სასჯელის კომენტირებას. ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც „იუვენტუსს“ იცავდა მაშინ, როცა ყველა თითს მისკენ იშვერდა. ყველას შევახსენე, რომ „იუვენტუსი“ არის იტალიური და საერთაშორისო ფეხბურთის ამოსავალი წერტილი. „იუვე“ შეძლებს თავის დაცვას შესაბამის ფორუმებზე. სხვებისთვის მიყენებული ზიანით სიხარული ფეხბურთის ღირებულებებს არ გამოხატავს“, - თქვა ლოტიტომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისთვის“ 10 ქულის დაკლების შემდეგ მეორე ადგილზე „ლაციო“ გადავიდა, რომელმაც სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება გაინაღდა.

0.116943