ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს.
ბასილაშვილი კვალიფიკაციის პირველივე წრეში იტალიელ ჯულიო ძეპიერისთან ორ სეტში, 4:6, 1:6 დამარცხდა. როგორც ხედავთ, ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, მეორე სეტი კი მეტოქემ ძალიან იოლად მოიგო. შეხვედრა ზუსტად 1 საათი გაგრძელდა.
ბასილაშვილს ბოლო პერიოდში წარუმატებელი სერია აქვს და რეიტინგში 217-ე ადგილამდე დაქვეითდა. მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრავმა დიდი ხანია აწუხებს, რის გამოც გამაყუჩებლებით თამაშობს.