ფეხბურთი

19:38 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" სატრანსფერო სამიზნეებში ხვიჩა კვარაცხელიაცაა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულში გაძლიერებას აპირებს. როგორც ბრიტანული მედია წერს, ერიკ ტენ ჰაგს რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სურს.

მიუხედავად მარკუს რაშფორდის საოცარი სეზონისა, მაგალითად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე express.co.uk-ის ინფორმაციით, მანჩესტერელები არჩევანს კინგსლი კომანსა და ხვიჩა კვარაცხელიას შორის გააკეთებენ. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ იტალიური მედია კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ ამ ზაფხულს წასვლას პრაქტიკულად გამორიცხავს.

„მანჩესტერს“ ასევე უნდა ორი ახალი მცველის დამატება, ერთ-ერთი რონალდ არაუხოა. თავდამსხმელის პოზიციაზე კი ინგლისელები არჩევანს ვიქტორ ოსიმენს, ჰარი კეინსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა, გარდა ამისა, „ნაპოლის“ რიგებში იტალიის ჩემპიონი გახდა.

0.116435