ფეხბურთი

16:00 | 21.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "იუვედან" წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ სხვების მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს. ის კონტრაქტის ბოლომდე აპირებს მუშაობას, მაგრამ რას გადაწყვეტს ხელმძღვანელობა, ეს მასზე არაა დამოკიდებული.

„კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი მაქვს და 100%-ით ვრჩები, ეს რაც შეეხება ჩემს არჩევანს. თუმცა, სხვების მაგივრად გადაწყვეტილებას მე ვერ მივიღებ. ველაპარაკე კლუბის ხელმძღვანელობას და გამოვთქვი ჩემი აზრით, როგორც ყოველთვის. სეზონის ბოლომდე კალვოსა და სკანავინოსთან კონტაქტი მექნება, მაგრამ ამ მომენტში მომავალზე საუბარს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამი მნიშვნელოვანი თამაში წინ გვაქვს.

შჩესნის კომენტარი, რომ „სევილიასთან“ ცუდად ვითამაშეთ? გარკვეული მატჩების შემდეგ ყოველთვის უნდა გაჩუმდე, რადგან ცხელ გულზე შეიძლება რაღაცები არასწორად თქვა. მან იტალიური კარგად არ იცის, ალბათ, რაღაც შეცდომები დაუშვა ტერმინების გამოყენებაში“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორე სეზონია „იუვენტუსი“ უტიტულოდ დარჩა. მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

0.11467